ურსულა ფონ დერ ლაიენი – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს, მადლობას ვუხდით აშშ-ის პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის
შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.
„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
Relieved to hear that @POTUS Donald Trump and @FLOTUS Melania Trump and everyone attending the White House Correspondents’ Dinner are safe.
Violence has no place in politics, ever.
With thanks to the swift action of the police and responders for ensuring the safety of the…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 26, 2026