ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს

22:56, 11.12.2023

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. თქვენი გამოცდილება და მტკიცე ერთგულება ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ფასეული იქნება უფრო დამოუკიდებელი ევროპის აასაშენებლად, პოლონელი ხალხის საკეთილდღეოდ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, დაწყებული ამ კვირის მნიშვნელოვანი ევროპული საბჭოს სხდომით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. ტუსკის არჩევას მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 201 იყო.

მსგავსი