ურსულა ფონ დერ ლაიენი – დღეს არის საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და წინგადადგმული ნაბიჯი

17:09, 08.11.2023

დღეს არის საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და წინგადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შესასრულებელია.

„პირველ რიგში, ეს არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის. როგორც წესი, როდესაც ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ კანდიდატის სტატუსზე, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შესასრულებელია, დავალება, რომელიც შესასრულებელია. ეს დეტალურადაა ახსნილი მოხსენებაში და რეკომენდაციებში, მაგრამ ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია საქართველოსთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი