ურსულა ფონ დერ ლაიენი – დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის საზიზღარი აქტი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში
European Commission President Ursula von der Leyen speaks during a press statement at the Berlaymont building in Brussels on March 10, 2020. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას გმობს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
დანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. „პრემიერ-მინისტრი შოკირებულია მომხდარით, მაგრამ დამატებითი კომენტარი არ აქვს“, – განაცხადეს დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
Kære @Statsmin Mette, Jeg blev dybt chokeret over nyheden om, at du blev overfaldet i aften.
Jeg fordømmer denne afskyelige handling, som går imod alt, hvad vi tror på og kæmper for i Europa.
Jeg ønsker dig styrke og mod – jeg ved, at du har rigeligt af begge dele.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 7, 2024