ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ
ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ.

მათ ქნესეთის სპიკერი ამირ ოჰანა დახვდა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მას სურდა, სოლიდარობა გამოეხატა ისრაელელი ხალხის მიმართ.

„ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ, „ჰამასის“ საშინელი ტერაქტის შემდეგ“, – წერს ურსულა ფონდერ ლაიენი.

ამასთან, როგორც რობერტა მეცოლამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, ტერორი არ გაიმარჯვებს და უნდა შეაჩერონ „ჰამასი“.

„ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გზავნილით მას შემდეგ, რაც ისრაელმა თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადა. ტერორი არ გაიმარჯვებს. მნიშვნელობა აქვს, როგორ ვპასუხობთ. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ „ჰამასი“ და გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამცირებლად“, – წერს რობერტა მეცოლა.