ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავიდნენ
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელძღვანელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავიდნენ.

კიევში ასევე იმყოფება 14 ევროკომისარი, რომლებიც 3 თებერვალს ევროკავშირი-უკრაინის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც მედია წერს, ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის მთავრობაში დღეს თავიანთ კოლეგებს შეხვდებიან, 3 თებერვალს კი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას.

ასევე მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდას, უკრაინული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაფართოებას, ენერგეტიკული საჭიროებების დაფარვაში ქვეყნისთვის დახმარებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, ევროკავშირსა და უკრაინას შორის როუმინგის გარეშე მობილური ზარების ზონის გაფართოებას.