ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯორჯია მელონი იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე ჩავიდნენ
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯორჯია მელონი იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე ჩავიდნენ.

ფონ დერ ლაიენისა და მელონის კუნძულზე ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლამპედუზაზე მიგრანტების გაზრდილი ნაკადის გამო საპროტესტო აქცია გამართეს. მხოლოდ მიმდინარე კვირაში ლამპუდუზაზე ნავებით 8 500 უსაბუთო მიგრანტი ჩავიდა.

აროპორტიდან ევროკომისიის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი მიგრანტთა განთავსების ცენტრისკენ გაემართნენ, გზაში მათ ავტოკოლონას ადგილობრივებმა გადაუკეტეს გზა. დემონსტრანტებთან საუბრისას ჯორჯია მელონი მათ მოქმედებას დაჰპირდა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა იტალიის ლიდერმა.

არსებული ინფორმაციით, ურსულა ფონ დრ ლაიენი ლამპედუზაზე იტალიის პრემიერ-მინისტრის მიწვევით იმყოფება, რომელიც მიგრანტთა ნაკადთან გასამკლავებლად საგანგებო ზომების მიღებას ითხოვს.

„აშკარაა, რომ იტალია და ევროპა ვერ მიესალმებიან ადამიანთა მასობრივ ნაკადს, განსაკუთრებით, როდესაც მიგრანტების ამ ნაკადს არაკეთილსინდისიერი კონტრაბანდისტები მართავენ“, – განაცხადა მელონიმ.

მისი თქმით, ევროპამ უნდა შეცვალოს „პარადიგმა“, რათა გაუმკლავდეს მიგრაციის გამომწვევ საკითხებს.