ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა სირიაში ჩავიდნენ – „სირიის აღდგენისა და და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად ევროპა გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“

14:19, 09.01.2026

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სირიის დედაქალაქში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შიშისა და დუმილის ათწლეულის შემდეგ სირიელებმა დაიწყეს გრძელი მოგზაურობა იმედისა და  განახლებისკენ. ევროპა გააკეთებს ყველაფერს, რაც ძალუძს სირიის აღდგენისა და და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, სირიის პრეზიდენტი უახლოეს კვირებში ასევე ეწვევა ბერლინს, სადაც მას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიღებს.

მსგავსი