ურსულა ფონ დერ ლაიენი -  ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამდენად გაზარდეს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა საკუთარი ამბიციები და დააჩქარეს პროგრესი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამდენად გაზარდეს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა საკუთარი ამბიციები და დააჩქარეს პროგრესი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ახლა არის გადამწყვეტი დრო და საჭიროა მხარის არჩევა.

აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ომის პირობებში ახერხებს რეფორმების სწრაფად გატარებას.

„ბოლო 18-20 თვეში გამოჩნდა, რომ რეგიონში არსებობს ღრმა გაგება, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, როდესაც უნდა აირჩიო მხარე. რუხი ზონები აღარ არსებობს. ამასთან ერთად, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამდენად გაზარდეს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა სხვა ქვეყნებმა საკუთარი ამბიციები და დააჩქარეს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან შეერთებისთვის აუცილებელი რეფორმების გასატარებლად. ვისურვებდი, ომი არ ყოფილიყო, რამაც ეს გამოიწვია, მაგრამ შთამბეჭდავია იმის ხილვა, რომ ეს ქვეყნები მკაფიოდ ირჩევენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.