ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე, აგრძელებს რეფორმების კურსს, სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს
აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ერევანი რეფორმების კურსს აგრძელებს და ევროპას უახლოვდება.
„კარგია, რომ ასე მალე დავბრუნდი ერევანში. ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე. სომხეთი აგრძელებს რეფორმების კურსს და ევროპას უახლოვდება. ამიტომ აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს. ჩვენ თქვენთან ვართ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს. მანამდე, პირველ ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
It is good to be back in Yerevan so soon.
The recent elections have once again shown the strength of Armenia’s democracy.
Armenia is staying the course on reform and moving closer to Europe.
So I’m here with a simple message: Armenia can count on us.
Մենք ձեզ հետ ենք: pic.twitter.com/1Z5ISnf7KW
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 2, 2026