ურსულა ფონ დერ ლაიენი - ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმაურება.

მისი თქმით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – წერს ფონ დერ ლაინერი.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებასაც ელოდებიან“.

„ჩვენ ასევე ველით ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, – აცხადებს ევროკომისარი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს, სადაც ის ბერლინიდან ჩავიდა.