ურსულა ფონ დერ ლაიენი - ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა დანაპირები უნდა შეასრულოს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა დანაპირები უნდა შეასრულოს

ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დანაპირები ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა აღნიშნულ ქვეყნებს კრიტერიუმების შესრულება დაავალა, მათ კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილეს და ახლა ბრიუსელმა დანაპირები უნდა შეასრულოს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში ალბანეთის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირი 17 თებერვალს დონორთა კონფერენციას გამართავს, შეგროვებული თანხა კი ალბანეთის რეკონსტრუქციას მოხმარდება.

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2019 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის სამიტზე გადაწყვეტილება სამმა ქვეყანამ დაბლოკა. ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთ მთავარი მოწინააღმდეგე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია, რომელსაც გაწევრიანების პროცესის რეფორმირება სურს.