ურსულა ფონ დერ ლაიენი – ახლო აღმოსავლეთში რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ მაქსიმალურად თავშეკავებით
European Commission President Ursula von der Leyen speaks during a press statement at the Berlaymont building in Brussels on March 10, 2020. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლება და ხაზი გაუსვა რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ვესაუბრე ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ისრაელის უფლება, დაიცვას თავი და თავისი ხალხი. ამავდროულად, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ მაქსიმალურად თავშეკავებით და იმუშაონ ვითარების დეესკალაციაზე. შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
Spoke with President @Isaac_Herzog concerning the escalating situation in the Middle East.
I reiterated Israel’s right to defend itself and protect its people. At the same time, preserving regional stability is vital.
I urge all parties to act with maximum restraint and work…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 13, 2025