ურსულა ფონ დერ ლაიენი – ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები, შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც გამოვლინდეს, ჩვენ უნდა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება

13:51, 29.04.2026
BRUSSELS, BELGIUM - FEBRUARY 12: President of the European Commission Ursula von der Leyen talks to media in the Europa Building, the EU Council headquarter on February 12, 2025 in Brussels, Belgium. Canadian Prime Minister is in Brussels for a one-day visit aimed at deepening trade and defence ties between Canada and Europe.(Photo by Thierry Monasse/Getty Images)

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები, შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გამოვლინდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ეს ოთხი წლის განმავლობაში მეორე ენერგეტიკული კრიზისია. მისივე განცხადებით, გაკვეთილი ძალიან ნათელი უნდა იყოს, რადგან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ზედმეტი დამოკიდებულება ევროკავშირს დაუცველს ხდის.

„ასე რომ, წინსვლის გზა აშკარაა. ჩვენ უნდა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება და გავზარდოთ ადგილობრივი, ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიის მიწოდება განახლებადი წყაროებიდან ბირთვულ ენერგიამდე, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. მიმდინარე ევროპულ ბიუჯეტში ენერგეტიკისთვის თითქმის 300 მილიარდი ევროა გამოყოფილი, საიდანაც 95 მილიარდი აქამდე არ გამოგვიყენებია. მოდით, ეს გამოვიყენოთ, რათა ახლა გადავიდეთ ელექტროენერგიაზე არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მრეწველობასა და გათბობაშიც“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი