ურსულა ფონ დერ ლაიენი - აღმაშფოთებელია სცენები სოფიაში, სადაც ევროკავშირის ოფისი დაარბიეს, ევროპაში ვსარგებლობთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებით, ძალადობა და ვანდალიზმი არასოდეს არის პასუხი
აღმაშფოთებელია სცენები სოფიაში, სადაც ევროკავშირის ოფისი დაარბიეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ძალადობა და ვანდალიზმი არასოდეს არის პასუხი.
„აღმაშფოთებელია სცენები სოფიაში, სადაც ჩვენი, ევროკავშირის ოფისი დაარბიეს. ევროპაში ჩვენ ვსარგებლობთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებით. ძალადობა და ვანდალიზმი არასოდეს არის პასუხი“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ბულგარეთში აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის მისიის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ბულგარული ლევის შენარჩუნება სურთ და ევროს წინააღმდეგ გამოდიან.