ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული, თუმცა საჭიროა შემდგომი მუშაობა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი უნდა განეხილა.

„ამ საღამოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაგვეხმარა სანქციებთან და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საჭიროა შემდგომი სამუშაოები. მე მოვიწვევ ვოდეოკონფრენეციას რეგიონულ მოთამაშეებთან სანავთობო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორც ცნობილია, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს.