ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამ დროის მონაცემებით აცრილია ზრდასრული მოქალაქეების 77 პროცენტი.

„ეს ნიშნავს, რომ ევროპის მოქალაქეთა ერთი მესამედი აუცრელია. საუბარია 150 მილიონ ადამიანზე. ეს ძალიან ბევრია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვაქცინის გაკეთება დღეს არ შეუძლიათ მცირეწლოვან ბავშვებს და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, თუმცა დანარჩენებმა აცრა უნდა გაიკეთონ. ამიტომ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ინიციტივით გამოდის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების საკითხი განიხილონ.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, მას არ აქვს უფლება, ვაქცინაციის წესებთან დაკავშირებით რაიმე სახის რეკომენდაცია გასცეს, რადგან ეს საკითხი წევრი ქვეყნების იურისდიქციაშია.