ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს

13:52, 13.07.2026

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკომისია ზაფხულის შემდეგ წარადგენს წინადადებას, რომელიც ბავშვების სოციალურ მედიაპლატფორმებზე წვდომას შეზღუდავს.

„საქმე არ ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა. საქმე ეხება იმას, თუ როდის შეუძლიათ სოციალურ მედიაზე ჩვენს შვილებს წვდომა. კითხვა აღარ არის ის, ემუქრებათ თუ არა ბავშვებს ონლაინ რისკები, არამედ ის, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ბავშვები ონლაინში უფრო უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენს შვილებს რეალურ სამყაროში დრო სჭირდებათ – დრო თამაშის, პირისპირ მეგობრობის დამყარების, შეცდომების დაშვების, საკუთარი იდენტობისა და პიროვნების ჩამოყალიბების დრო, ვიდრე ალგორითმი მათ ჩამოაყალიბებს. და მე მჯერა, რომ ეს დრო ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ. თუ გვინდა, რომ ბავშვობა დავიცვათ, რისკებიდან უნდა დავიწყოთ იქ, სადაც ყველაზე დიდია. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ პლატფორმების ტიპი, რომლებიც საზიანოა ჩვენი შვილებისთვის და მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ძირითადად სოციალური მედიის პლატფორმებია. ასევე, სხვა პროვაიდერები ასაკისთვის შეუფერებელი და დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციებით“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი