ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი აუქმებს შეზღუდვებს კოსოვოსთან მიმართებით და ქვეყანას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აუქმებს შეზღუდვებს კოსოვოსთან მიმართებით და ქვეყანას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
„კარგი ამბავია კოსოვოსთვის. ადგილობრივი მმართველობის გადაცემის პროცესი ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩრდილოეთში მშვიდობიანად წარიმართა“,- წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ვითარების გაუმჯობესების გამო, ევროკავშირი მზადაა, მიიღოს კონკრეტული ნაბიჯები კოსოვოს მხარდასაჭერად.
„ვაპირებთ კოსოვოსთვის დაწესებული ზომების მოხსნას. ჩვენ ვგეგმავთ 216 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას და ვგეგმავთ 205 მილიონი ევროს გამოყოფას მომავალი წლის დასაწყისში“,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
Good news for Kosovo!
The transfer of local governance in the north after the recent local elections was peaceful.
Thanks to this, I am glad to announce that we are moving forward to lift the measures on Kosovo.
We are programming €216 million of financial assistance.
And we… pic.twitter.com/Ng1kqU4Rdk
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 17, 2025