ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თებერვალს პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება
ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თებერვალს პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თებერვალს პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდება.

„დღეს და ხვალ ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება საფრანგეთში, პარიზში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის სამიტში. ხვალ, 11 თებერვალს ფონ დერ ლაიენი შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმახერმა.

მისივე თქმით, 12 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთად ბრიუსელში კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდება.

ამასთან, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, 14 თებერვალს ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობას მიიღებს გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.