ურმას რეინსალუ – ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ესტონეთის ღრმა მეგობრობისა და ურყევი მხარდაჭერის იმედი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მილოცვა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჩემო ძვირფასო ქართველო კოლეგავ, გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ესტონეთის ღრმა მეგობრობისა და ურყევი მხარდაჭერის იმედი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერს ურმას რეინსალუ.
ამასთან, „ტვიტერის“ საშუალებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
My dear 🇬🇪 colleague @DZalkaliani, I wish you and the people of #Georgia a most happy #IndependenceDay! You can always count on Estonia’s deep friendship and unwavering support for Georgia’s sovereignity and territorial integrity. https://t.co/YV3GOeFxuo
— Urmas Reinsalu (@UrmasReinsalu) May 26, 2020