ურმას რეინსალუ - საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას ვიზიარებთ
ურმას რეინსალუ - საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას ვიზიარებთ

ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო მინისტრი ურმას რეინსალუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნების მიმდინარეობისას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო.

„ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას. საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო ქვეყანაში. დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, განსაკუთრებით 22 ნოემბერს ჩანიშნული მე-2 რაუნდის წინ“, – წერს ურმას რეინსალუ.