ურეკში, ზღვაში დაკარგული მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ურეკში, ზღვაში დაკარგული მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს ურეკში, დახმარება ესაჭიროებოდა ორ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

„გუშინ გვიან საღამოს ვიპოვეთ ცხედარი. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენდა ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.