ურეკში ზღვაში ბანაობისას ორი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ერთი ბავშვია

20:29, 31.07.2019

კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის, ერთი 12 წლის ბავშვია, მეორე კი, ახალგაზრდა ქალი. თვითმხილველების თქმით, მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან ორი­ვე მათგანი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამო­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მათი გადარჩენა ვერ მო­ხერ­ხდა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფები.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი