ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მგზავრებს ამოწმებენ
ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მგზავრებს ამოწმებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში საკონტროლო გამშვები პუნქტია მოწყობილი. სამართალდამცველები ამოწმებენ ავტომანქანებსა და მგზავრებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

„აღნიშნული ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. იმის გამო, რომ იგეგმება ოთხი დიდი ქალაქის ჩაკეტვა და არაა გამორიცხული, იმატოს მგზავრთა ნაკადმა. სიფრთხილისთვის, იმისთვის, რომ რამე არ გამოგვეპაროს, ვახორციელებთ აღნიშნულ ღონისძიებას“, – განაცხადა ოზურგეთის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.