ურეკში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

16:14, 19.05.2018

ავტოსაგზაო შემთხვევა ურეკში მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. სატვირთო ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი, მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

დაშავებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფება.

 

მსგავსი