ურეკში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ურეკში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ურეკში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მიკროავტობუსს, ორივე კი გაჩერებულ, მერსედესის ტიპის ავტომანქანას შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ტრავმები არ მიუღიათ.

შემდგომი კვლევებისთვის ისინი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.