ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი მოეწყო
ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი მოეწყო

აბსურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი მოეწყო. დღეს კლინიკა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ დაათვალიერეს.

კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ, უახლოეს მომავალში იგეგმება სასუნთქი აპარატების დამატება. მათივე თქმით, ცხელების ცენტრის გახსნა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირდება.

„გურიაში შემთხვევათა რაოდენობა საბედნიეროდ მცირეა, თუმცა მზაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხელების კლინიკა იყოს. აჭარაც, რა თქმა უნდა მზად, არის რომ საჭიროების შემთხვევაში გურიიდან, როგორც ცხელებიანი, ისე კოვიდდადასტურებული შემთხვევები მიიღოს და რესპუბლიკური საავადმყოფო მაქსიმალურად ემზადება ყველა ტიპის პაციენტის მისაღებად. ეს ცენტრი იქნება გარკვეულწილად შუალედური, ძალიან მნიშვნელოვანი სადგური, სადაც მოხდება პაციენტების შეფასება, სწრაფი რეაგირება და მათი გადამისამართება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.