უპილოტო აპარატების საფრთხის გამო ვლადიკავკაზის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა
უპილოტო აპარატების საფრთხის გამო ვლადიკავკაზის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა

ჩრდილოეთ ოსეთში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, ვლადიკავკაზის საერთაშორისო აეროპორტი კი დროებით დაიხურა. ამის შესახებ რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ოპერატიული შტაბი რეგიონში 24 საათის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას.

რუსული მედიის ინფორმაციით, ყველა ძალა და საშუალება გადასულია მაღალ მზადყოფნაში. მოგვიანებით, მენიაილომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხე მოხსნილია.