„უოტფორდის“ მწვრთნელი - გოგლიჩიძე მეტოქის თავდამსხმელების წინააღმდეგ ფანტასტიკური იყო #1TVSPORT
„უოტფორდის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ბელგიელმა ედვარდ სტილმა მადლობა გადაუხადა საბა გოგლიჩიძეს „დერბი ქაუნთისთან“ მოგებული (2:0) თამაშის შემდეგ, რომელიც მისთვის ინგლისური კლუბის სათავეში ჩატარებული პირველი მატჩი იყო.
„გულშემატკივრები გავახარეთ. მათგან პირველიდან ბოლო წუთამდე დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობდით. მშვენიერია, რომ სახლში ყველა ბედნიერი და მომავლის იმედით გავუშვით.
გუნდი ერთსულოვანია. ეს არის „უოტფორდის“ სიძლიერის გასაღები.
განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ დაცვის თამაშით, რადგან გაანეიტრალეს პატრიკ აგიემანგი – „დერბის“ თავდამსხმელი, რომელმაც ბოლო ექვს თამაშში ოთხი გოლი გაიტანა. ჩვენ გვჭირდება საიმედო დაცვა.
როგორც მოქმედებდნენ ჯეიმს აბანკვა და საბა გოგლიჩიძე თავდამსხმელების წინააღმდეგ, ფანტასტიკური იყო. „დერბი“ ერთ-ერთი ურთულესი მეტოქეა“, – განაცხადა „უოტფორდის“ ახალმა მწვრთნელმა.