„უოლ სთრით ჯორნალი“ - გერმანიამ უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების მიწოდება გადადო
„უოლ სთრით ჯორნალი“ - გერმანიამ უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების მიწოდება გადადო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კიევისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების მიწოდება გადადო. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, გერმანია უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების გაგზავნას რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების შიშის გამო აჭიანურებს.

გერმანიამ კი რაკეტების მიწოდების შეფერხების ოფიციალურ მიზეზად უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნა დაასახელა, რომლებიც უკრაინელებს ადგილზე საკმაოდ რთული სარაკეტო სისტემების ექსპლუატაციაში უნდა დაეხმარონ. ეს დაეხმარება უკრაინის შორი მანძილის რაკეტების შემცირებული მარაგის შევსებას. Უკრაინელები ამ რაკეტებს იყენებენ სარკინიგზო ხაზებზე, საბრძოლო მასალის საცავებსა და სამეთაურო ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმისთვის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გერმანიის სამპარტიულმა კოალიციურმა მთავრობამ დაამტკიცა taurus-ის მიწოდება, მაგრამ შოლცმა ეს ნაბიჯი შეაჩერა.