„უოლ სთრით ჯორნალი“ – ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან ასაცილებლად არარეალურ მოთხოვნებს აყენებს

11:32, 18.09.2025

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან ასაცილებლად არარეალურ მოთხოვნებს აყენებს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ევროპელი დიპლომატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განზრახ წაუყენა ევროკავშირს არარეალური მოთხოვნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე, რათა თავიდან აიცილოს მათი დაწესება.

ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, სერიოზული სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ამას ნატო-ს ყველა ქვეყანა გააკეთებს და თუ ისინი შეწყვეტენ რუსული ნავთობის შესყიდვას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი ამჟამად ცდილობს, იპოვოს პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებაზე.

ამავდროულად, ევროპელი დიპლომატების თქმით, ტრამპმა ეს მოთხოვნები წამოაყენა, რადგან იცოდა, ევროკავშირი ვერ შეძლებდა მათ შესრულებას, რაც მას საშუალებას მისცემდა, თავიდან აეცილებინა რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლა.

მსგავსი