„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - დონალდ ტრამპმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი წარადგინა
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - დონალდ ტრამპმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი წარადგინა

დონალდ ტრამპმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ჯონ სალივანი 2017 წლის 11 აპრილს დანიშნა. დიპლომატი რუსეთს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებდა. ამასთან ერთად ცნობილია, რომ დიპლომატი ჟენევაში რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში, აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

რუსეთში აშშ-ის უკანასკნელმა ელჩმა, ჯონ ჰანთმენმა თანამდებობა 2019 წლის 3 ოქტომბერს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება დიპლომატმა მოღვაწეობის სამშობლოში გაგრძელების სურვილით ახსნა. ჯონ ჰანთმენს იუტას შტატში გუბერნატორის პოსტის დაკავება სურს.