„უოლ სთრით ჯორნალი“ – დონალდ ტრამპმა პირადად გაგზავნა ჯონ რეტკლიფი მოსკოვში, არ აცნობა თეთრი სახლის თანაშემწეებსა და სამხედრო ლიდერებს

14:14, 28.08.2026

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის დიპლომატიური მისია რუსეთში იმდენად კონფიდენციალური იყო, რომ თეთრი სახლის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმაც კი არ იცოდა წინასწარ ამის შესახებ.

„უოლ სთრით ჯორნალს“ ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა პირადად გაგზავნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში, ამასთან, არ აცნობა თეთრი სახლის თანაშემწეებსა და სამხედრო ლიდერებს, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ ხოლმე ინფორმაციას მოგზაურობის შესახებ.

წყაროების ცნობით, რეტკლიფმა საიდუმლო მოგზაურობისთვის უნომრო C-17 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი გამოიყენა.

რაც შეეხება ვიზიტის მიზანს, „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჯონ რეტკლიფი რუსეთში საიდუმლოდ ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვაშინგტონის მკაცრი შეფასება პირადად გაეზიარებინა და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ესაუბრა.

გამოცემის წყაროების ცნობით, რეტკლიფს სურდა, რუსეთის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ ახლა შეთანხმების მიღწევის დროა, ვიდრე ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

მსგავსი