„უოლ სთრით ჯორნალი“ – აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა

00:06, 20.05.2026

აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო ტანკერს, სახელწოდებით Skywave, აშშ-მა მარტში სანქციები დაუწესა. სწორედ ეს ტანკერი ცდილობდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპირომდე მისვლას.

ირანის წინააღმდეგ დაწესებული ბლოკადის ფარგლებში აშშ-მა ირანთან დაკავშირებული ტანკერები როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთაც გააჩერა.

მსგავსი