„უოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-ის საჰაერო ძალების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურია 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ
აშშ-ის საჰაერო ძალების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურია 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აშშ მზადაა ირანის წინააღმდეგ ზომები მიიღოს, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, გასცემს თუ არა დარტყმების ბრძანებას.
აშშ-მა რეგიონში ათობით თვითმფრინავი და რამდენიმე ავიამზიდი გაგზავნა. გამანადგურებლებს შორისაა F-16, F-22 და F-35.
ამერიკის სამხედრო ძალების გაძლიერება გაცილებით ხანგრძლივი კამპანიის საშუალებას იძლევა, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასული წლის ივნისში ისრაელ-ირანის ომის დროს განხორციელებული დარტყმა, რომელიც B-2 ტიპის ბომბდამშენებით განხორციელდა.