უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობისას გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობისას გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება

დედაქალაქის მერი კახა კახა კალაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობისას გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ექსპულატაციაში შევიდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, ჰქონდა პრობლემები, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ემსახურება თბილისის მოსახლეობას.

„სტუდენტებისთვის მგზავრობა არის უფასო და დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და ეს საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ადამიანი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით, მეტროთი, ან მიკროავტობუსით საათნახევრის განმავლობაში, უფასოდ ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ეს საბაგირო. ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად არსებული საბაგიროთი. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოხდება საბაგიროს ტარიფის ინტეგრირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.