United by Music | „მუსიკით გაერთიანებული“ ევროვიზია 2023-ის სლოგანია
United by Music | „მუსიკით გაერთიანებული“ ევროვიზია 2023-ის სლოგანია

United by Music | „მუსიკით გაერთიანებული“ ევროვიზია 2023-ის სლოგანია. ახალი სლოგანი წარმოაჩენს უნიკალურ პარტნიორობას გაერთიანებულ სამეფოს, უკრაინასა და მასპინძელ ქალაქს, ლივერპულს შორის, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსმენელამდე მიიტანოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი და მუსიკის  წარმოუდგენელი ძალა, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს.

ის ასევე გამოხატავს კონკურსის პირვანდელ მიზანს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საერთო სატელევიზიო გამოცდილების მეშვეობით, ევროპის დაახლოებას გულისხმობს.

უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს დროშებით შთაგონებულ ლოგოში გამოყენებული ფერები კი ასახავს კონკურსის მრავალფეროვნებას.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 9, 11 და 13 მაისს ლივერპულში გაიმართება.