„უნისეფის“ წარმომადგენელი - გაერო-ს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, რათა 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას
„უნისეფის“ წარმომადგენელი - გაერო-ს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, რათა 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმისათვის, რომ 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას, ყველა ბავშვმა ისარგებლოს განათლების უფლებით და სწავლა განახლდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლების უსაფრთხო გახსნას როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადების გადადების სიხშირე კავშირშია სკოლების გახსნასთან ან მათ დახურვასთან. სამაგიეროდ, არის უამრავი მტკიცებულება იმ უარყოფით გავლენაზე, რაც სკოლების დახურვას აქვს ბავშვებზე“, – განაცხადა ღასან ხალილმა, რომლის კომენტარსაც განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. ამასთან დაკავშირებით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.