„უნიკახამ“ ბელგრადში წააგო, შერმადინმა ცხრა წუთს ითამაშა
„უნიკახამ“ ბელგრადში წააგო, შერმადინმა ცხრა წუთს ითამაშა

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე“ 24-ე ტური დასრულდა. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გიორგი შერმდაინისუნიკახამ“ ბელგრადში, ადგილობრივ „ცრვენა ზვეზდასთან“ დაძაბული შეხვედრა 76-80 წააგო.

მალაგელთა ქართველ ლეგიონერს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოან პლაზამ მხოლოდ ცხრა წუთი დაუთმო. ამ ხნის განმავლობაში, შერმადინმა ორი ქულა და ორი მოხსნა გააკეთა. გიორგის კონკურენტმა ჯეიმს აუგუსტინმა 21:30 წუთში, რვა ქულა და ცხრა მოხსნა მოიპოვა.

ნემანია ნედოვიჩის არყოფნაში, სტუმართა შორის, საუკეთესო პოლონელი უკანახაზელი ადამ ვაშინსკი იყო 13 ქულით.

თამაშის ბოლო წუთები საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უკანასკენლ წუთზე მალაგელები ოთხი ქულით მიუახლოვდნენ მეტოქეს, თუმცა ტეილორ როჩესტის ზუსტი ტყორცნების წყალობით, მასპინძლებმა აღნიშნული ჰანდიკაპი შეინარჩუნეს და გაიმარჯვეს.

როჩესტიმ შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. ამ შედეგის შემდეგ, ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მე-10-11 ადგილებს ინაწილებენ და დარჩენილ ექვს ტურში პლეი-ოფის საგზურის მოპოვება საკმაოდ გაუჭირდებათ.

მომდევნო შეხვედრას „უნიკახა“ 9 მარტს, მოსკოვის „ცსკა“-ს წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს