UNICEF-ის წარმომადგენელი - მქონდა შესაძლებლობა, სალომე ზურაბიშვილთან ბავშვთა საკითხები განმეხილა
UNICEF-ის წარმომადგენელი - მქონდა შესაძლებლობა, სალომე ზურაბიშვილთან ბავშვთა საკითხები განმეხილა

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც ღასან ხალილი აღნიშნავს, ინაუგურაციისას მან სალომე ზურაბიშვილთან ბავშვთა საკითხები განიხილა.

„პატივი მერგო, დავსწრებოდი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას. მქონდა შესაძლებლობა, მის აღმატებულებასთან ერთად განმეხილა ბავშვთა საკითხების პრიორიტეტები“, – წერს ღასან ხალილი.