უნგრული მხარის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს უცხო ქვეყნის დევნილის სტატუსი 2024 წლის 4 ოქტომბერს მოუხსნეს

16:05, 09.12.2024

უნგრეთის პოლიციის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეების სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს უცხო ქვეყნის დევნილის სტატუსი 2024 წლის 4 ოქტომბერს მოუხსნეს.

აღნიშნული ნათქვამია წერილში, რომელიც უნგრეთში საქართველოს საელჩოში მიიღეს.

ამავე წერილის თანახმად, უნგრეთის მთავრობისთვის ზურაბ ადეიშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მსგავსი