უნგრული გამოცემა - პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავს შეუძლია, ერთა ლიგაზე პრობლემები შეგვიქმნას #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი უნგრულმა გამოცემამ, Magyar Nemzet-მა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ საფრთხეზე, რაც ერთა ლიგაზე უნგრეთის ნაკრებს „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავისგან შეიძლება დაემუქროს.
„ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედებითი მოთამაშეა. მარკო როსის ეროვნულ გუნდს წელს მისი ფენომენალური უნარების ახლოდან გამოცდის შანსი ექნება, რადგან სობოსლაი და კამპანია ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოსთან მოხვდა.
დღეს ის არა მხოლოდ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა, არამედ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი მანქანის უდავო მამოძრავებელი ძალაცაა. კვარაცხელია, რომელსაც ცნობილი მეტსახელი კვარადონა ნეაპოლიდან შერჩა, პარიზში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა: 25 წლის ქართველი, სანახაობრივი დრიბლინგის გარდა, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებისა და ასისტენტების ელიტაშია.
პირად ცხოვრებაში თავშეკავებული, ოჯახზე ორიენტირებული ადამიანია. თავისუფალ დროს ვიდეოთამაშებით ერთობა. მეგობრების თქმით, ხვიჩა ტოპგუნდში გადასვლის შემდეგაც ისეთივე გულუხვი და ყურადღებიანია, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“, – წერს უნგრული გამოცემა.