უნგრული გამოცემა - „ფეჰერვარი“ ზივზივაძეს მეტოქესთან მაისურის გაცვლისთვის დასჯის, შესაძლოა, კონტრაქტი გაუწყვიტოს [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრული გამოცემა - „ფეჰერვარი“ ზივზივაძეს მეტოქესთან მაისურის გაცვლისთვის დასჯის, შესაძლოა, კონტრაქტი გაუწყვიტოს [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის გუნდმა „ფეჰერვარმა“ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი შინ ქართველი თავდამსხმელის ყოფილ კლუბ „უიპეშტთან“ 0:1 წააგო. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა ყოფილ გუნდელს მაისური გაუცვალა და მეგობრულად ესაუბრებოდა, რაც სკანდალის მიზეზი გახდა. როგორც sportal.blikk.hu ამტკიცებს, შესაძლოა, კლუბმა კონტრაქტიც გაუწყვიტოს.

ფეჰერვარმა“ შინ წააგო „უიპეშტთან“, მაგრამ გულშემატკივრები აღშფოთებულები არიან ბოლოდროინდელი შედეგებით. გუნდი ამჟამად ლიგაში მე-8 ადგილზეა 10 თამაშში 5 წაგებით და ბურთების უარყოფითი სხვაობით.

 

ზივზივაძემუიპეშტის“ მაისური ჩაიცვა, ის დაისჯება

„ქართველმა ლეგიონერმა მარცხის შემდეგ მაისური მოწინააღმდეგეს გაუცვალა. გაზაფხულზე ბუდუ ზივზივაძე იჯარით „უიპეშტში“ გადავიდა და გოლებიც გაიტანა. ზაფხულში მას „ფეჰერვარში“ დაბრუნება მოუწია, მაგრამ მაშინვე განაცხადა, რომ არ სურდა ამ გუნდის მოთამაშედ დარჩენა. საგაზაფხულო პერიოდში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის წყალობით, მას გადასვლა რამდენიმე უცხოურმა კლუბმა შესთავაზა და „უიპეშტმაც“ გამოაცხადა მისი ყიდვის სურვილი.

მაგრამ „ფეჰერვარმა“ არ გაუშვა, რადგან ისე ჩანდა, რომ გუნდში გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თუმცა ახლა ვითარება იგივეა, რაც ერთი წლის წინ – ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ შემცვლელია გუნდში, რომელიც ორშაბათს საღამოს შინ „უიპეშტთან“ დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ინტერნეტში გაჩნდა ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ მარცხით არც თუ ისე გულდაწყვეტილია – სურათზე თავდამსხმელი „უიპეშტის“ ბანაკისკენ ხელს ღიმილით იშვერს. მან მაისური ვინსენტ ონოვოს გაუცვალა – ამ დროს მას და მის თანაგუნდელებს წაგების შემდეგ გულშემატკივრებმა მაისურების გახდა მოსთხოვეს (იმ მოტივით, რომ ამ ფორმით თამაშს არ იმსახურებდნენ), ზივზივაძე მოედნიდან „უიპეშტის“ მაისურით გავიდა. ეს ვიდეო „ფეჰერვარის“ პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ჩვენი ინფორმაციით, „ფეჰერვარი“ მომხდარს რეაგირების გარეშე დატოვებას არ აპირებს. არის ალბათობა, რომ ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტი გაუქმდება, როგორც მთავარ მწვრთნელ მიხაილ ბორისთან. ვიცით, რომ სეზონის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე ცვლილებები არ იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის გამო სეზონი ხანმოკლე იქნება და გერმანელი მწვრთნელის შესაბამისი დონის სპეციალისტით ჩანაცვლება შეუძლებელია“, – ამტკიცებს უნგრული გამოცემა.