უნგრეთში საზღვრებზე კონტროლი პირველი სექტემბრიდან გამკაცრდება
უნგრეთში საზღვრებზე კონტროლი პირველი სექტემბრიდან გამკაცრდება

უნგრეთში საზღვრებზე კონტროლი პირველი სექტემბრიდან გამკაცრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო ინტერვიუში განაცხადა, მიზეზად ორბანი „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების თავიდან აცილებას ასახელებს.

„როდესაც სასკოლო წელი დაიწყება ჩვენ ვეღარ შევძლებთ რომ საზღვრების გადაკვეთის იმ სისტემით ვიმუშაოთ, რომელიც ზაფხულში გვქონდა“, – განაცხადა ორბანმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, არსებული რეგულაციებით უნგრეთში 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა ყველა იმ ქვეყნიდან მომავალ მგზავრისთვის, სადაც „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მაღალია.

კარანტინის თავიდან აცილება მხოლოდ „კოვიდ-19“-ის ორი უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენის შემთხვევაშია შეიძლება.