უნგრეთში პრაიდის ჩატარებაზე აკრძალვის გაუქმების შემდეგ, ბუდაპეშტში პირველი მასშტაბური მსვლელობა გაიმართა
უნგრეთის ხელისუფლებაში პეტერ მადიარის მთავრობის მოსვლის შემდეგ პირველად, პრაიდი ოფიციალურად კვლავ ჩატარდა. ბუდაპეშტის ქუჩებში დღეს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ლგბტ და ევროკავშირის დროშებით გამართეს.
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ გასულ წელს პრაიდის ჩატარებაზე შეზღუდვები დააწესა. აკრძალვა მას შემდეგ გაუქმდა, რაც არჩევნებში პეტერ მადიარის პარტიამ გაიმარჯვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ განწყობა გაცილებით ოპტიმისტურია, განსაკუთრებით კი შვილების აყვანისა და ქორწინების უფლებებთან დაკავშირებული ცვლილებების მოლოდინის გამო. პრაიდში მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ პეტერ მადიარის მთავრობის პირობებში თანაბარი უფლებების მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება.