უნგრეთში მედიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
უნგრეთში მედიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

უნგრეთში მედიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა.

ათასობით ადამიანი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო პორტალიდან „ინდექსი“ მთავარი რედაქტორი საბოიჩ დალი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის  მიზეზი მთავარი რედაქტორის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც მედიაზე ზეწოლა ხორციელდება და მის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

საბოიჩ დალის მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა მისი სამსახურში დაბრუნება მოითხოვეს, რაზეც მენეჯმენტისგან უარი მიიღეს. შედეგად, ჟურნალისტებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ მათ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ასევე 70-ზე მეტმა თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა.