უნგრეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 718 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უნგრეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 718 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

უნგრეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 718 შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი 10 909 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 631 გარდაიცვალა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთში ახალი შემთხვევების მატების ფონზე, სკოლები არ დაიკეტება, თუმცა მთავრობა ხანდაზმული მოსახლეობის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.