უნგრეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა
უნგრეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, უნგრეთში შუაღამიდან კომენდანტის საათი დაწესდა, დაიხურა ბარები და გასართობი დაწესებულებები.

შეზღუდვების დაწესების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ღია რჩება სკოლები, ასევე მაღაზიები და რესტორნები.

უნგრეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული – 3 989 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 84 პაციენტი კი გარდაიცვალა.