უნგრეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უნგრეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უნგრეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 365 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 622 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 619 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.